Facebook პიქსელის გამოყენების იურიდიული საფუძველია GDPR-ის მუხლი 6 (1,"ვ") ; კანონიერი ინტერესი არის ვებ-საიტის მოთხოვნებზე დაფუძნებული დიზაინი და სტატისტიკური ანალიზი.
ე) LinkedIn conversion-ის მონიტორინგი
ეს ვებ გვერდი იყენებს LinkedIn პლატფორმის ანალიზისა და კონვერსიის მონიტორინგის ტექნოლოგიას (LinkedIn Corporation, 2029 Stierlin Court, Mountain View, CA 94043, USA). ამისათვის, თქვენს ბრაუზერში შენახულია cockie, რომელიც საიტზე შესვლის დროს LinkedIn- ს თქვენი ამოცნობის საშუალებას აძლევს . LinkedIn-ი ამ მონაცემებს ჩვენთვის სარეკლამო საქმიანობის შესახებ ანონიმური დასკვნების (რეპორტების) შესაქმნელად და თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებს. LinkedIn- ის ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს უფრო საინტერესო რეკლამები გაჩვენოთ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, LinkedIn-ი აგზავნის დაგროვილ, ანონიმურ დასკვნებს (რეპორტებს) სარეკლამო საქმიანობის შესახებ, და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებთ ჩვენს ვებგვერდზე.
Tqven შეგიძლიათ გააპროტესტოთ LinkedIn– ს მიერ თქვენი სამომხმარებლო ქცევის ანალიზი და თქვენთვის თქვენს ინტერესებზე დაყრდნობით შექმნილი რეკომენდაციების ჩვენება. ამისათვის ეწვიეთ ლინკს: https://www.linkedin.com/psettings/guest-controls/retargeting-opt-out
LinkedIn– ის კონვერსიის მონიტორინგის გამოყენების იურიდიული საფუძველია GDPR-ის პარაგრაფი 6 (1ვ); კანონიერი ინტერესი არის ვებსაიტის მოთხოვნებზე დაფუძნებული დიზაინი და სტატისტიკური ანალიზი.
7.2. ახალი ამბები (სიახლეები)
Konica Minolta კლიენტებს და დაინტერესებულ მომხმარებლებს სთავაზობს სიახლეების (ახალი ამბების) გამოწერის სერვისს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ თქვენი ელ.ფოსტის მისამართის მითითება. მონიშნული ველების შევსება ნებაყოფლობითია, ხოლო მითითებული მონაცემები გამოიყენება პირადად თქვენთან კონტაქტისთვის. სიახლეების გამოწერის რეგისტრაცია ხდება ე.წ ორმაგი ავტორიზაციის საშუალებით. რეგისტრაციის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ჩვენგან წერილს, სიახლეების მიღებაზე დასტურის თხოვნით. თუ თქვენ არ დაადასტურებთ თქვენს რეგისტრაციას ელ.ფოსტაში მითითებულ ბმულზე დაჭერით,მოხდება ამ ბმულის დექტივაცია და თქვენი მონაცემები წაიშლება. დასტურის შემთხვევაში თქვენ გექნებათ წვდომა შემდეგზე:
- სიახლეები და ინფორმაცია Konica Minolta პროდუქტის პორტფელის შესახებ
- ექსკლუზიური მოსაწვევები ღონისძიებებზე, სავაჭრო ბაზრობებსა და ვებგვერდებზე
- წარმატების ისტორიები და მიმოხილვები
- ბაზრის ტენდენციები კვლევების სახით, ბაზრის კვლევა, ანგარიშები (რეპორტი)
- გამოკითხვებში მონაწილეობის შესაძლებლობა
როგორც რეგისტრაციის პროცესის ნაწილი, ჩვენ ვინახავთ რეგისტრაციისას თქვენს მიერ გამოყენებულ IP მისამართებს და რეგისტრაციის დასტურის თარიღებს. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შევაფასებთ თქვენს აქტივობას ჩვენს ვებსაიტზე და ასევე ჩვენს მიერ გამოგზავნილ სიახლეებს და დავუკავშირებთ თქვენს ელ.ფოსტის მისამართს / მომხმარებლის პროფილს მონაცემთა ბაზას. ჩვენ ასევე ვინახავთ ინფორმაციას თქვენს მიერ გამოყენებული ბრაუზერის, ოპერაციული სისტემის პარამეტრების შესახებ, ასევე ინფორმაციას თქვენი ინტერნეტ-კავშირის შესახებ, რომელსაც იყენებთ ჩვენს ვებსაიტზე შესასვლელად. თქვენთვის გამოგზავნილი სიახლეები საშუალებას გვაძლევენ მივიღოთ დასტური თქვენს მიერ ამ სიახლეების მიღების და წაკითხვის შესახებ , ასევე ინფორმაცია ჩვენს მიერ თქვენთვის გამოგზავნილ სიახლეებს თანდართული საინფორმაციო ბმულების გამოყენების შესახებ.. ჩვენ ასევე ვინახავთ ინფორმაციას თუ ჩვენი ვებ-გვერდის რა ნაწილი მოინახულეთ და ჩვენი აპების (აპლიკაციების) რა ნაწილი გამოიყენეთ. პირადი მომხმარებლის პროფილის შექმნით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამა და შესაბამისად მოვახდინოთ პროდუქტების ოპტიმიზაციას ჩვენს ვებ გვერდზე.
ჩვენი პრეს ნიუსი მოიცავს ინფორმაციას და ახალ ამბებს Konica Minolta Business Solutions Europe GmbH ჯგუფის და სხვა შვილობილი კომპანიების შესახებ (Konica Minolta Business Solutions Deutschland GmbH, Konica Minolta IT Solutions GmbH, Konica Minolta Business Solutions Austria GmbH, Konica Minolta Business Solutions (Belgium) N.V., Konica Minolta Business Solutions Nederland B.V., Konica Minolta Business Solutions Spain S.A., Konica Minolta Business Solutions Italia S.p.A., Konica Minolta Business Solutions Portugal, Unipessoal Lda., NEA RENT - ALUGUER E COMÉRCIO DE EQUIPAMENTOS S.A., Konica Minolta Business Solutions Sweden AB, Konica Minolta Business Solutions Denmark A/S, Business Center Nord og Midtsjælland A/S, Konica Minolta Business Solutions Finland Oy, Konica Minolta Business Solutions Norway AS, Konica Minolta Business Solutions Czech spol. s r.o., Konica Minolta Business Solutions Bulgaria EOOD, WEBCOM a.s., WEBCOM Poland Sp. z o.o., Konica Minolta Hungary Business Solutions Ltd., Konica Minolta Business Solutions SE Ltd, Konica Minolta Croatia - business solutions, Ltd, Konica Minolta Poslovna Rjesenja BH d.o.o., Konica Minolta Business Solutions Polska Sp.z o.o., Konica Minolta Slovakia spol. s r.o., Konica Minolta Business Solutions Romania s.r.l., Konica Minolta Business Solutions Slovenija, poslovne resitve, d.o.o., Konica Minolta Baltia, UAB, Konica Minolta Business Solutions Greece S.A., Minolta (UK) Limited, Konica Minolta Marketing Services Limited, Konica Minolta Marketing Services Ireland Limited, Konica Minolta Marketing Services B.V., Charterhouse Print Management AG, Charterhouse AB, Indicia Group Limited, Hamsard 3099 Limited, Evolving Media Limited, Indicia Limited, Indicia Edinburgh Limited, Konica Minolta Business Solutions France S.A.S., Conibi S.A.S, Dactyl Buro du Centre S.A.S., OMR Impressions S.A.S., Serians S.A.S., Konica Minolta Business Solutions (UK) Ltd., Konica Minolta Business Solutions East Ltd., KONICA MINOLTA Business Solutions (Northern Scotland) Ltd, Capture Imaging Ltd, ProcessFlows Holdings Ltd, ProcessFlows (UK) Ltd, Software Paradise Ltd, Digital Document Solutions Ltd, Konica Minolta Business Solutions (Ideal) Ltd., Konica Minolta Printing Solutions (UK) Ltd., Konica Minolta Business Solutions (Wales) Ltd., Konica Minolta Sensing Europe B.V., Mobotix AG).
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ სიახლეების გამოწერა. ასევე თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ წერილი მისამართზე unsubscription(at)konicaminolta.ge ან ისერგებლოთ საკონტაქტო ინფორმაციით, რომელიც მითითებულია საიტის შეტყობინებაში.
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს GDPR- ის 6-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის, 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად.
Marketo -ს გამოყენება
ჩვენ ვიყენებთ Marketo- ს, როგორც სიახლეების რეგისტრაციისთვის, ასევე თქვენთვის ინფორმაციის გასაგზავნად. Marketo გვეხმარება შევაგროვოთ მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებ-საიტსა და საკომუნიკაციო საქმიანობას რათა შესაბამისად მოვახდინოთ ჩვენი სერვისების / პროდუქტების ოპტიმიზაცია და სათანადოდ წარვმართოთ ელექტრონული ფოსტის მარკეტინგისა და გაყიდვების ღონისძიებები . დამუშავება ნაწილობრივ ავტომატიზებულია კონკრეტული პირადი ასპექტების (პროფილის) შეფასების მიზნით. Marketo იკავებს თქვენს IP მისამართს და იყენებს cookies- ს (თქვენს კომპიუტერში დაცულ ტექსტურ ფაილებს - იხილეთ ზემოთ), ვებ გვერდის გამოყენების ანალიზისთვის, რათა ინფორმაცია მომხმარებლის ინტერესებზე იყოს მორგებული. Cookie-ფაილების მიერ წარმოქმნილი ინფორმაცია გადაეცემა Marketo სერვერს (რომელიც მდებარეობს ევროკავშირის EU / EEA- ში) და ინახება იქ. ჩვენი სახელით, Marketo იყენებს ამ ინფორმაციას რეგისტრირებულ პირთა მიერ ვებ-გვერდის გამოყენების შესაფასებლად და ვებსაიტების საქმიანობის შესადგენად. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ cookie-ფაილების შენახვა ბრაუზერში სასურველი პარამეტრების მინიჭებით. ამასთან, თქვენს მიერ გარკვეული cookie-ფაილების გათშვამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების შეზღუდვა. გამონაკლისის შემთხვევებში, როდესაც პერსონალური მონაცემები აშშ-ს გადაეცემა, Marketo თავად წარადგენს ევროკავშირსა და აშშ-ს კონფიდენციალურობის ფარს (იხ. https://www.privacyshield.gov/EU-US-Framework). ჩვენ ასევე გაფორმეთ ხელშეკრულება Marketo-სთან GDPR- ის შესახებ.
მესამე მხარის მიმწოდებლის ინფორმაცია: Marketo Inc., 901 Mariners Island Blvd. Suite 500, San Mateo, CA 94404, USA; შეგიძლიათ იპოვოთ Marketo– ს მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ ინფორმაცია შემდეგი URL– ს საშუალებით: documents.marketo.com/legal/privacy/
Marketo- ს გამოყენების იურიდიული საფუძველია GDPR- ის მე -6 მუხლიs 1-ლი პარაგრაფის, 1-ლი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი.
8. კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამუშაოს მაძიებლებისთვის
8.1. მონაცემთა დამუშავების სფერო და მიზანი
ა) მონაცემების შიდა დამუშავება თქვენი განაცხადის განხილვისას
როგორც განაცხადის პროცესის ნაწილი, ჩვენ ვამუშავებთ მითითებულ მონაცემებს თქვენი განცხადების განხილვის მიზნით და ვაკანტურ თანამდებობაზე ვარგისიანობისთვის. თქვენი მონაცემები ინახება ჩვენს საკუთარ მონაცემთა ბაზაში გერმანიაში. თქვენი განაცხადის განხილვის პროცესში ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ სპეციალიზებული სერვისის პროვაიდერები. სამუშაოსთვის შესაფერ განაცხადებს HR დეპარტამენტი აგზავნის შესაბამის განყოფილებაში ან ქვეყნის შვილობილ კომპანიაში დეტალური განხილვისთვის. თქვენი განაცხადის სრულყოფილად შეფასებისთვის განაცხადთან თქვენ უნდა მოგვაწოდოთ სათანადო სერთიფიკატები და რეკომენდაციები. განაცხადის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი სავალდებულო ველები: გვარი, სახელი, სახელი, ელ.ფოსტა, მისამართი, სახელფასო მოლოდინი, მიმდინარე სამსახურიდან წამოსვლის პერიოდი. გარდა ამისა, თქვენ უნდა დაურთოთ მინიმუმ ერთი დანართი. სხვა დეტალები, მათ შორის ფოტო, ნებაყოფლობითია.
ჩვენი სამუშაო პორტალი ასევე გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს (ოპციებს):
- განაცხადი: თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი განაცხადი აქ. დეტალების ნახვა შეგიძლიათ ინდივიდუალური განაცხადის არჩევით. თუ ჩვენ მოგმართავთ ელ.ფოსტით თხოვნით, რომ თქვენ შეავსოთ გამოტოვებული ველები თქვენ განაცხადში, თქვენ შეძლებთ ამ ინფორმაციის დამატებას აქედან. თქვენ ასევე გაქვთ თქვენი განაცხადის გატანის (გაუქმების) შესაძლებლობა.
- ვადები (თარიღები/პერიოდი): როგორც კი ჩვენ შემოგვთავაზებთ ვადებს/თარიღს ელ.ფოსტით, თქვენ შეძლებთ ამის დანახვას "თარიღების" განყოფილებაში იმისათვის რომ დაადასტუროთ ან უარყოთ იგი. თუ ჩვენს მიერ შემოთავაზებული თარიღი არ იქნება თქვენთვის მისაღები, ჩვენ შემოგთავაზებთ ახალ თარიღს.
- პროფილი: თქვენ შეგიძლიათ თქვენი პერსონალური მონაცემების განახლება ნებისმიერ დროს "პროფილი"-ის ქვეგვერდზე. ცვლილებები ავტომატურად იგზავნება ჩვენთან.
ჩვენ ვშლით თქვენს განაცხადს სააპლიკაციო პროცესის დასრულებიდან ხუთი თვის შემდეგ, გერმანიის შრომითი სასამართლოების მიერ დადგენილი 61-ე მუხლის პირველი პუნქტის (ArbGG) და გერმანიი სთანაბარი მოპყრობის ზოგადი აქტის 15-ე მუხლის (AGG) თანახმად. განაცხადის მიღების პროცესი სრულდება მაშინ, როცა განაცხადს ენიჭება საბოლოო სტატუსი (უარი | მიღება | Talent pool). მონაცემთა დამუშავება ხორციელდება GDPR- ის მე -6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის, 1-ლი პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტისა და გერმანიისმონაცემთა დაცვის ახალი აქტის 26-ე მუხლის (BDSG-neu) შესაბამისად.
თუ 18 წლამდე ასაკის ხართ, ჩვენ მოვითხოვთ თქვენი ოფიციალური წარმომადგენლების თანხმობას, იმისათვის რომ დაგიკავშირდეთ.
ბ) ჯგუფური მუშაობის პორტალი
ჩვენ ვინახავთ თქვენს განაცხადს ჩვენს სამუშაო პორტალზე. Konica Minolta Business Solutions Deutschland GmbH- ს და Konica Minolta Business Solutions Europe GmbH- ს ამ პორტალზე აქვს წვდომა.
ეს საშუალებას გვაძლევს შევადაროთ თქვენი კვალიფიკაციის პროფილი სხვა ვაკანსიებს და გავამახვილოთ თქვენი ყურადღება სხვა უფრო შესაფერის ვაკანსიებზე. ეს წვდომა განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს, თუ თქვენ შეიტანეთ განაცხადი პოზიციაზე, რომელიც ასევე ვაკანტურია იმავე ან მსგავს ერთ-ერთი ზემოხსენებულ კომპანიაში, ან თუ თქვენ ცხოვრობთ სასაზღვრო რეგიონში. თუ თქვენ შეიტანეთ განაცხადი საერთაშორისო პოზიციაზე, შერჩევის პროცესში შესაბამის ქვეყნებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ამასთან, თუ თქვენ არ გაგაჩნიათ ამის სურვილი, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დახუროთ წვდომა. ამისათვის გთხოვთ, მიმართოთ ვაკანსიაში მითითებულ საკონტაქტო პირს, რომ გამოიყენოთ ეს საშუალება. მიუხედავად იმისა, თუ რა დროს შეიტანთ ცვლილებას განაცხადი, ეს გავლენას არ მოახდენს თქვენი მიმდინარე განაცხადის შერჩევის პროცესზე. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მე -6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის, 1-ლი პუნქტის, "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ან თუ თქვენ შეიტანეთ განაცხადი საერთაშორისო ფოსტის გამმოყენებით - GDPR-ის "ბ" ქვეპუნქტის, გერმანიის მონაცემთა დაცვის ახალი კანონის 26-ე მუხლის (BDSG) შესაბამისად. თქვენი უფლებები დაცულია შიდა სახელშეკრულებო დებულებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა კონფიდენციალურობის მაღალ სტანდარტს.
გ) თქვენი განაცხადის შენახვა ჩვენს ფონდში
თუ ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი განაცხადის განხილვა კონკრეტულ თანამდებობაზე (პოზიციაზე), ზოგიერთ შემთხვევაში, გვსურს თქვენი განაცხადის შენახვა ჩვენს talent pool-ში (სამომავლო თანამშრომლობისათვის მისაღებ კანდიდატთა ბაზა). ჩვენ გამოგიგზავნით ცალკეულ მოწვევას, რომ შეუერთდეთ ამ ფონდს, რომლის მიღება ან უარყოფა შეგიძლიათ ჩვენი სისტემის საშუალებით. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ, თუ შესაფერისი ვაკანსია არსებობს. ჩვენ შევინახავთ თქვენს განაცხადს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.
თქვენი თანხმოების შემთხვევაში, ჩვენ ვინახავთ თქვენს განაცხადს მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად იშლება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავებაზე უარის გამოცხადების შემთხვევაში, მომავალში ჩვენ ვეღარ გაგითვალისწინებთ მომავალ ვაკანსიებზე GDPR- ის მე-6 მუხლის, 1-ლი პუნქტის, 1-ლი ქვეპუნქტის შესაბამისად.
8.2. აპლიკაციები სკოლის მოსწავლეებისგან, სტუდენტებისა და მოსწავლეებისგან, რომლებიც ეძებენ სამუშაოს
მოხარული ვიქნებით, რომ მივიღოთ განცხადი, სტუდენტებისგან ან სკოლის მასწავლეებისგან. ჩვენ განვიხილავთ ამ განაცხადებს ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების შესაბამისად.
9. ონლაინ აქტივობა სოციალურ მედიაში
სოციალურ ქსელებში, საიტის ოპერატორი იყენებს ონლაინ პლატფორმებს იმისათვის, რომ აქტიურ მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაცია Konica Minolta- ს სერვისების (მომსახურების) შესახებ, რათა პლატფორმების საშუალებით უშუალოდ დაუკავშირდეს მომხმარებლებს, მათი დაინტერესების შემთხვევაში. ამრიგად, სოციალური მედიის არხები (ქსელები) აფართოვებენ ჩვენს სოციალურ სივრცეს და დაინტერესების შემთხვევაში სთავაზობენ დაინტერესებულ მომხმარებლებს ალტერნატიულ საკომუნიკაციო არხს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ონლაინ პროფილები შემდეგ ქსელებში:
როდესაც თქვენს ქსელში Konica Minolta-ს შესაბამისი სოციალური მედიის პროფილი ჩნდება, ვრცელდება ბიზნესის პირობები და შესაბამისი ოპერატორის მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა.
ჩვენ არ გვაქვს გავლენა სოციალურ ქსელებში მონაცემთა შეგროვებასა და მათი შემდგომი გამოყენებაზე. ჩვენ მხოლოდ ვიცით, რომ თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება ბაზრის შესწავლისა და რეკლამირების მიზნებისთვის და რომ შეიქმნება პროფილები თქვენი მომხმარებლის ქცევიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა,შესაძლოა ჩაირთოს სავარაუდო ინტერესებზე დაფუძნებული შემდგომი რეკლამა . ეს ჩვეულებრივ ხდება თქვენს კომპიუტერში cockies-ფაილების შენახვით.
ამრიგად, გვსურს მოგახსენოთ, რომ მომხმარებლების მონაცემები (მაგ. პირადი ინფორმაცია, IP მისამართი) შეინახება ქსელის ოპერატორების მიერ მონაცემების გამოყენების შესახებ პოლიტიკის შესაბამისად და გამოიყენება ბიზნეს მიზნებისათვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ევროკავშირის გარეთ, როგორც ამ საქმიანობის ნაწილი. ამერიკელი პროვაიდერი, რომლებიც დამოწმებულია კონფიდენციალურობის ფარის ქვეშ, ვალდებულებას იღებს შეასრულოს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის სტანდარტები.
Konica Minolta- ს სოციალური მედიის პლატფორმების მომხმარებელთა მონაცემებს ჩვენ მხოლოდ იმ ზომამდე ვამუშავებთ , რომ ეს მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ კომენტარების ან პირდაპირი შეტყობინებების საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ მონაცემთა სუბიექტის უფლებები ჩვენსა (იხილეთ აგრეთვე თქვენი უფლებების II პუნქტი) და სოციალური ქსელის მიმწოდებლის წინააღმდეგ.
მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ემყარება ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს, ვახდენდეთ მომხმარებლებთა ეფექტურ ინფორმირებასა და მათთან ეფექტურ კომუნიკაციას 6 (1f) GDPR შესაბამისად. თუ თქვენ შესაბამისი პროვაიდერებისაგან მონაცემების დადასტურების თხოვნას იღბთ (მაგ., თქვენი თანხმობის მიცემა, მაგ., შესაბამისი ველის მონიშვნით ან ღილაკის დაჭერით), იურიდიული საფუძვლის დამუშავება ხდება 6 (1 ა) GDPR შესაბამისად.
YouTube ვიდეოები განთავსებულია ჩვენს ვებსაიტებზე. ისინი ინახება www.Youtube.com– ზე, მაგრამ მათი ჩართვა (ყურება) შესაძლებელია პირდაპირ ჩვენს ვებ გვერდზე. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ვიდეოს ჩართვით, თქვენ გავააქტიურებთ მონაცემთა დაცვის მოწინავე რეჟიმს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ არ ჩართავთ ამ ვიდეოებს, თქვენს შესახებ არანაირი მონაცემი არ გადაეცემა YouTube- ს. შესაბამისად, თუ თქვენ ჩრთავთ ვიდეოებს, მონაცემები იგზავნება YouTube- ზე. თავდაპირველად, YouTube იღებს ინფორმაციას, რომელსაც თქვენ იღებთ ჩვენს ვებ გვერდზე. სხვა, ჩვენთვის უცნობი მონაცემები, ასევე შეიძლება გადავიდეს YouTube- ზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გავლენა არ გვაქვს მონაცემთა გადაცემაზე. თუ YouTube- ზე შეხვალთ, გადაცემული მონაცემები პირდაპირ დაუკავშირდება თქვენს იუზრს. თუ არ გსურთ, რომ ეს მოხდეს, თქვენ უნდა გამოხვიდეთ YouTube– დან, სანამ ჩვენს ვებგვერდებზე ვიდეოებს უყურებთ . YouTube ინახავს თქვენს მონაცემებს, როგორც მომხმარებლის პროფილს და იყენებს მას რეკლამირებისა და ბაზრის კვლევის მიზნებისათვის, ან / და მისი ვებ-გვერდის მომხმარებლის მოთხოვნილებებზე უკეთ მორგების მიზნი. მონაცემთ ამგვარი დამუშავება შეიძლება გამოყენებულ იქნას მიზნობრივი რეკლამისთვის (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებლები არ არიან სისტემაში ავტორიზებულები). YouTube გაძლევთ საშუალებას უარი განაცხადოთ მომხმარებლის პროფილების შექმნაზე, რომელიც პირდაპირ YouTube- ს უნდა წარედგინოს.
YouTube- ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში მოცემულია დამატებითი ინფორმაცია მონაცემების შეძენისა და დამუშავების მიზნისა და მასშტაბის შესახებ, ასევე დამატებითი ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და პარამეტრების შესახებ, თქვენი პირადი კონფიდენციალურობის დასაცავად: www.google.de/intl/de/policies/privacy. Google ასევე ამუშავებს თქვენს პირად მონაცემებს აშშ – ში და ექვემდებარება ევროკავშირისა და აშშ – ს კონფიდენციალურობის ფარს https://www.privacyshield.gov/EU-US-Framework.
YouTube ვიდეოების ჩართვის იურიდიული საფუძველია GDPR– ის მუხლი 6, პარაგრაფი 1, პუნქტი 1, ქვეპუნქტი "ვ".
10. სოციალურ ქსელებში ოფციების გათიშვა (გამორთვა)
თუ თქვენ ხართ სოციალური ქსელის მომხმარებელი და არ გსურთ, რომ აღნიშნულმა პლათფორმამ სოციალურ ქსელში ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით თქვენთან დაკავშირებული მონაცემები შეაგროვოს და ეს მონაცემები ქსელში შენახულ მონაცემებს დაუკავშიროს, თქვენ ჩვენ საიტზე შემოსვლამდე უნდა გამოხვიდეთ შესაბამისი სოციალური ქსელიდან. ჩვენს ვებ გვერდზე შემოსვლამდე წაშალეთ ყველა შენახული cockie – ფაილი და შემდეგ დახურეთ და ხელახლა გახსენით თქვენი ბრაუზერი. განმეორებითი შესვლის დროს თქვენ იქნებით აღიარებულები კოკრეტულ მომხმარებლად.
დამუშავებასთნ დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ოფციების გამოხშირვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეს ქვემოთ ჩამოთვლილ ვებსაიტებს.
თუ გსურთ ინფორმაციის მოთხოვნა ან მომხმარებლის უფლებების დაცვა, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ ამის გაკეთების ყველაზე ეფექტური გზა თავად პროვაიდერებთან დაკავშირებაა. მხოლოდ პროვაიდერებს აქვთ წვდომა მომხმარებლების მონაცემებზე და შეუძლიათ უშუალოდ მიიღონ შესაბამისი ზომები და უზრუნველყონ ინფორმაცია. თუ მაინც გჭირდებათ დახმარება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
- Facebook Ireland Ltd., 4 Grand Canal Square, Grand Canal Harbour, Dublin 2, Ireland) – მონაცემთა ბაზის პოლიტიკა: https://www.facebook.com/about/privacy/ , https://www.facebook.com/legal/terms/information_about_page_insights_data https://www.facebook.com/legal/terms/page_controller_addendum, opt-out: https://www.facebook.com/ads/preferences/, Facebook შეესაბამება კონფიდენციალურობის ფარს: https://www.privacyshield.gov/participant?id=a2zt0000000GnywAAC&status=Active
- Twitter Inc., 1355 Market Street, Suite 900, San Francisco, CA 94103, USA – Privacy Policy: https://twitter.com/en/privacy, opt-out: https://twitter.com/personalization, Twitterშეესაბამება კონფიდენციალურობის ფარს: https://www.privacyshield.gov/participant?id=a2zt0000000GnywAAC&status=Active
- LinkedIn (LinkedIn Ireland Unlimited Company Wilton Place, Dublin 2, Ireland) – კონფიდენციალურობის პოლიტიკა https://www.linkedin.com/legal/privacy-policy, opt-out: https://www.linkedin.com/psettings/guest-controls/retargeting-opt-out, LinkedIn შეესაბამება კონფიდენციალურობის ფარს: https://www.privacyshield.gov/participant?id=a2zt0000000GnywAAC&status=Active
გარდა ამისა, ევროპული მარკეტინგის ოპერატორები გთავაზობენ ოფციების გამოხშირვის ახალ გზას:
http://www.youronlinechoices.com/. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ რეკლამირების თემის გარკვევას. "თქვენი ონლაინ არჩევანის" ველში http://www.youronlinechoices.com/ თქვენ ნახავთ მიმოხილვას იმ პროვაიდერების შესახებ, რომელთა ონლაინ რეკლამირება შეგიძლიათ გამორთოთ ან ჩართოთ. ასეთ პროვაიდერებს ასევე აქვთ Facebook და Google-ს.
11. კონიკა მინოლტამ ჩამოაყალიბა შემდეგი პოლიტიკა, როგორც საკუთარი ქცევის გლობალური მაჩვენებელი:
https://www.konicaminolta.eu/eu-en/global-personal-data-protection