ეს პოლიტიკა გვეხება ჩვენ, Konica Minolta, Inc. ("Konica Minolta") და მის ყველა შვილობილ კომპანიას ("კომპანიების ჯგუფი") და ჩვენს ოფიცრებსა და თანამშრომლებს. ამ შემთხვევაში "შვილობილი" ნიშნავს, რომ Konica Minolta-ს შეუძლია მოსთხოვოს მოცემულ კომპანიებს ამ პოლიტიკის გატარება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით- ხმათა უმრავლესობის, მენეჯმენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებისა თუ შეთანხმების საფუძველზე., უმრავლესობის მართვის წარმომადგენლობის ან შეთანხმების საფუძველზე. Konica Minolta და კომპანიების ჯგუფი ("Konica Minolta Group") ამ პოლიტიკის შესაბამისად ადგენენ და აღასრულებენ შინაგანაწესს,რომელიც მათ შორის, მოიცავს რეგულაციებსა და პროცედურებს. ეს პოლიტიკა ადგენს Konica Minolta Group– ის მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების ძირითად პრინციპებს და ითვალისწინებს მთელ მსოფლიოში არსებულ პირადი მონაცემების დაცვის ეროვნულ თუ საერთაშორისო კანონებს. აქედან გამომდინარე, იგი მოიცავს საერთაშორისო დონეზე მიღებულ მონაცემთა დაცვის პრინციპებს, რომლის მიზანია არა შეცვალოს, არამედ შეავსოს მონაცემთა ეროვნული დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ შესაბამისი კანონები ("ეროვნული კანონმდებლობა"). ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკის შინაარსი უნდა იქნას დაცული შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის არარსებობის შემთხვევაში, ან თუკი ეროვნული კანონმდებლობა ამ მოთხოვნებთან შედარებით უფრო ნაკლებ მოთხოვნებს მოიცავს. მეორეს მხრივ,ამ პოლიტიკასა და ეროვნულ კანონმდებლობას შორის კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, ან თუკი ეროვნული კანონმდებლობა მოცემულ საკითხს უფრო მკაცრად უდგება, უპირატესობა ყოველთვის ეროვნულ კანონმდებლობას ენიჭება. ეს პოლიტიკა ვრცელდება ყველა პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე. ქვეყნებში, სადაც იურიდიული პირების მონაცემები დაცულია ისევე, როგორც პერსონალური მონაცემები, ეს პოლიტიკა თანაბრად ვრცელდება იურიდიული პირების მონაცემებზეც. ანონიმური მონაცემები, მაგ. სტატისტიკური შეფასებებისთვის ან კვლევებისთვის, არ ექვემდებარება ამ პოლიტიკას.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა მონაცემთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით, შიგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ ჩვენი კომპანიის მონაცემთა დაცვის ოფიცერს. Dr. Frederike Rehker Data Protection Officer Konica Minolta Business Solutions Europe GmbH Datenschutzbeauftragte Konica Minolta Business Solutions Deutschland Europaallee 17, 30855 Langenhagen Telephone: +49 (0)511 7404-0 E-Mail: dataprotection(at)konicaminolta.eu