რესტორანი "ამბასადორი"

შავთელის ქუჩა 17

"ტრანსფორმირდი ან შეწყვიტე არსებობა!" დახურული შეხვედრა მათთვის, ვისთვისაც ციფრული ტრანსფორმაცია საინტერესოა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება უფასოა. მასპინძელი Konica Minolta.

ჩვენ ვიზრუნეთ ყველაფერზე: შევარჩიეთ კომფორტული და მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, გვეყოლება საინტერესო სპიკერები, საინტერესო კონტენტით, დავპატიჟეთ თქვენი კოლეგები და შეკვეთილი გვაქვს უგემრიელესი კერძები 🍷🧀
დარწმუნდით, რომ ყველაფერი იდეალურად არის ორგანიზებული

მოდით, განვიხილოთ ლიდერების ძირითადი გამოწვევები გარდაუვალი ტრანსფორმაციის დროს.

როგორ ფიქრობთ, პირველები ხართ ცვლილებების დანერგვაში? რამდენად ადაპტირდით რეალობასთან?


ჩვენ ვცხოვრობთ შეუჩერებელი გლობალიზაციის ეპოქაში, რომელიც განუკურნებელ ეკონომიკურ პანდემიად იქცა. ხელოვნურმა ინტელექტმა დაამტკიცა, რომ ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი წესებზე დაფუძნებული ალგორითმი. ტექნოლოგიები განსაზღვრავს ბიზნესის განვითარების სიჩქარეს. თანამშრომლებს სჭირდებათ საუკეთესო  ბიზნეს გადაწყვეტილებები.

ახლა, როდესაც პანდემია უკან მოვიტოვეთ, დროა ვისაუბროთ ბიზნესის ზრდის დაჩქარებაზე, ტრადიციული საოპერაციო პროცესების გარდაქმნით, ნიჭის, გამოცდილებისა და სამუშაო ძალის ჭკვიანური მართვის გზით.

გლობალურ სტრატეგიაში, ციფრული ტრანსოფორმაციის ხელშეწყობისას, ვაწყდებით ერთსა და იმავე გამოწვევებს. ჩვენ გადავწყვიტეთ ვუმასპინძლოთ კონფერენციას, სადაც ერთ სივრცეში შევკრებთ ხალხს საერთო მიზნებით, ტკივილებით და ღირებულებებით.

ღონისძიებაზე ვუმასპინძლებთ საშუალო და მსხვილი ბიზნესის  ტოპ მენეჯერებს.

ეს კონფერენცია შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს:
  • თუ თქვენ მართავთ ტრანსფორმაციულ პროცესებსა და ინოვაციებს თქვენს კომპანიებში.
  • თუ გაინტერესებთ ხარჯების ოპტიმიზაცია ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების ფარგლებში.
  • თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი კომპანიის პროდუქტიულობა და ამასთან შეინარჩუნოთ საინვესტიციო რესურსები.
რეგისტრაცია

კონფერენციის "ტრანსფორმირდი ან შეწყვიტე არსებობა" ძირითადი თემები:

  • გლობალური ეკონომიკა და ტექნოლოგიური ტრენდები, ასევე  მიმართულებები, რომლებიც ცვლიან ბიზნესის თამაშის წესებს.
  • IT-სა და ბიზნესს შორის ურთიერთობა ტექნიკური ინოვაციების დანერგვის პროცესში.
  • ცვლილებების სტრატეგიული მიდგომები: როგორ გავზომოთ ციფრული ტრანსფორმაციების მნიშვნელობა.
  • ბიზნესის ზრდის დაჩქარება ტრადიციული ოპერაციული პროცესების გარდაქმნით, ნიჭის, გამოცდილებისა და სამუშაო ძალის ჭკვიანური მართვის გზით.
იხილეთ ჩვენი განრიგი

გაიცანით ჩვენი ჰედლაინერი 👏👏👏

ანდრო დგებუაძე

სასაუბრო თემით: „გლობალიზაცია, როგორც განუკურნებელი ეკონომიკური პანდემია“.
  • ტექნოლოგიური პროგრესი და სპეკულაცია მომავლის შესახებ.
  • AI - ჩაანაცვლებს თუ არა ის ადამიანებს?
  • იყავი ღმერთი ან მოკვდი!
  • როდის ვფოკუსირდეთ საკითხზე, როდის მოვახდინოთ აუთსორსინგი?
Entrepreneur, consultant, IT specialist, teacher, TEDx Speaker

ასე გამოიყურებოდა ჩვენი წინა ივენთი, რომელიც ჩატარდა თბილისში 2021 წლის ნოემბერში.

აჯენდა

აჯენდა
14.
ივლ 2022

მისასალმებელი სიტყვა: შეუჩერებელი ტრანსფორმაციის კულტურა.

ვანდა ცისკარიშვილი, Konica Minolta Business Solutions Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე.

გლობალიზაცია, როგორც განუკურნებელი ეკონომიკური პანდემია.

ანდრო დგებუაძე-entrepreneur, consultant, IT specialist, teacher, TEDx Speaker.

არაპროფილური ბიზნეს პროცესების აუთსორსზე გატანა.

რევაზ ჯამაგიძე-Konica Minolta-ს ციფრული სამუშაო გარემოს ტრანსპორმაციის ექსპერტი.

TBD

ნეთვორქინგი და ფურშეტი

მოდით, განვიხილოთ ლიდერების ძირითადი გამოწვევები გარდაუვალი ტრანსფორმაციის დროს.

მოდით, განვიხილოთ ლიდერების ძირითადი გამოწვევები გარდაუვალი ტრანსფორმაციის დროს.

რესტორანი "ამბასადორი"

შავთელის ქუჩა 17

Website

შემოგვიერთდით დახურულ კონფერენციაზე "ტრანსფორმირდი ან შეწყვიტე არსებობა!"

ამ ფორმის შევსებით თქვენ ადასტურებთ რომ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს ღონისძიებას.