მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს IT სფეროს გაამარტივებს


ინტეგრირებული IT სერვისები შენი ბიზნესისთვის

რადიკალურად იცვლება სამუშაო მიმართულებები. Konica Minolta საშუალებას აძლევს კომპანიებს გახდნენ ციფრული ერის ჩემპიონები და ეხმარება მათ დაეუფლონ და მიიღონ ცვლილებები, რომელსაც დიდი გავლენა აქვს მათ ყოველდღიურ სამუშაოზე. როგორც მრავალპროფილიანი IT სერვისების პროვაიდერი, Konica Minolta გასცემს კონსულტაციებს კომპანიების ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით. სამუშაო პროცესების ავტომატიზაციითა და შეთავაზებული გადაწყვეტილებებით აუმჯობესებს IT ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების მართვას. Konica Minolta ეხმარება მომხმარებელს, შეცვალონ სამუშაო მიმართულება და გადაახალისონ IT მიმართულება.

გადაახალისეთ თქვენი სამუშაო და გახადეთ ბიზნესი მომგებიანი

Konica Minolta დაგეხმარებათ ციფრულ ტრანსფორმაციაში. თქვენი ოპერაციული ეფექტურობის გამოყენებით, ჩვენ თქვენს ბიზნესს ვაქცევთ მომგებიანად. მაგალითად, ჩვენი „ყველა ერთში“ IT პლატფორმა ‘Workplace Hub’ შეამცირებს თქვენს IT სირთულეებს, მოგაშორებთ განმეორებით IT დავალებებს და  აუმჯობესებს IT ხარჯებს. ჩვენი გადაწყვეტილებებითა და სერვისებით, ჩვენ ვქმნით თქვენს სამომავლო სამუშაო გარემოს.


 

მართვადი IT სერვისები

დღეს, IT განყოფილებებს, განსაკუთრებით პატარა და საშუალო ზომის კომპანიებში, მუდმივად ეზრდებათ ამოცანის სირთულის დონეები. ეს დაკავშირებულია მაღალ ხარჯებთან და იძულებულს ხდის IT რესურსებს, რომ იყვნენ ინოვაციურები. IT ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი ან სრულად აუთსორსინგით, ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას, დაზოგოთ დრო, ენერგია და ფოკუსირდეთ თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე.
 


 

ინფორმაციის მართვა

ყოველდღიურად იზრდება ინფორმაციის მოცულობა: დოკუმენტები, იმელები, ონლაინ მასალები, ინვოისები და ბევრი სხვა, საბოლოო ჯამში ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია იყრის თავს. დაუხარისხებელი ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ინახება სხვადასხვა ადგილას, ამ დროს მთავარი პრობლემა ინფორმაციის თანმიმდევრობის არ არსებობაა. თქვენ შეგიძლიათ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენი ორგანიზაციის ინფორმაციულ პროცესებს Konica Minolta-ს Managed Content Services (MCS) მეშვეობით.

 

 

ბიზნეს პროცესების სერვისები

როგორც ბიზნეს პროცესების  გადაწყვეტილებების პროვაიდერი, Konica Minolta გთავაზობთ აპლიკაციების ფართო სპექტრს ERP-დან CRM-მდე და HCM-დან თქვენს ინდივიდუალურად საჭირო ინსტრუმენტებამდე. ინტეგრირებული და თქვენზე მორგებული გადაწყვეტილებები არის საფუძველი თქვენი IT გარემოებების გასაუმჯობესებლად.


 

ინტელექტუალური IP ვიდეო გადაწყვეტილებები

Konica Minolta-სა და Mobotix-ს შორის თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენ გთავაზობთ მომავალი თაობის სისტემური უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს. ჩვენი ერთობლივი, განვითარებული პროდუქტები, ფოკუსირებულია ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორებიცაა: საწარმოო ობიექტებში სამუშაო პროცესების მონიტორინგი ან სახლებში მომვლელის კონტროლი.


კონცენტრირდით თქვენს ბიზნესზე-ჩვენი სერვისების დახმარებით!

სტრუქტურირებული ბიზნეს პროცესები, ძლიერი და დაცული IT ინფრასტრუქტურა არის დღევანდელი ბაზრის მთავარი საზრუნავი. Konica Minolta-ს ბიზნეს სერვისები გეხმარებათ თქვენი პროცესებისა ოპტიმიზაციაში და ხელს გიწყობთ ინფორმაციის სწორად გამოყენებაში. ჩვენი დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ IT სფერო და ფოკუსირდეთ თქვენს მთავარ საქმიანობაზე.