შპს ჰეფი სთორი გეგმავს გადააქციოს თავისი მომსახურება უფრო სწრაფი და მოახდინოს ბეჭდვის ხარჯების ოპტიმიზაცია კონიკა მინოლტასთან ერთად

Tbilisi, Georgia | 1 ივნისი 2020

ჰეფი სთორი გახდა საქართველოს საწარმოო ბეჭდვის სფეროში კონიკა მინოლტას პირველი პირდაპირი კლიენტი

ორგანიზაციამ გააკეთა არჩევანი კონიკა მინოლტას AccurioPrint C3070L-ზე რათა გაზარდოს წარმოების სიჩქარე და შეამციროს თვითღირებულება. შპს ჰეფი სთორი ოპერირებს საქართველოში, კერძოთ თბილისში და ძირითადი მიმართულება აქვს მისალოცი ბარათების, სასაჩუქრე ყუთებისა და ჭიქების, სამაგაგიდო თამაშების და მსგავსი პროდუქტების წარმოების კუთხით. წინა პერიოდში, კომპანია იძულებული იყო ყველა სახის საბეჭდი სამუშაო დაეკვეთა სხვა, გარე შემსრულებლებისათვის. მას შემდეგ რაც კომპანიამ განახორციელა ზემოთ ხსენებული შესყიდვა, ჰეფი სთორს გაუჩნდა რესურსი, თვითონვე დააკმაყოფილოს საკუთარი მომხმარებლის ყველა არსებული მოთხოვნა და მისი წარმოების დონე ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს.


"ჰეფი სთორი ქმნის და ყიდის პერსონიფიცირებულ საჩუქრებს. იგი ემსახურება საბოლოო მომხმარებლებს, ვისაც აქვთ მოთხოვნა ხარისხზე და სისწრაფეზე. ამასთან, ციფრული საწარმოო პრინტერი, წარმოადგენს დანადგარს, რომელიც სძენს უნარს მიაღწიოს ყველა მიზანს დროულად. ციფრული დანადგარი შექმნილია პატარა და საშუალო ტირაჟების საბეჭდათ. იგი იდეალურია სხვადასხვა მონაცემებისა და პერსონიფიცირებული სახეობების ბეჭდვისთვის", გვიხსნის გიორგი გალუაშვილი, საწარმოო ბეჭდვითი დანადგარების გაყიდვების წარმომადგენელი კონიკა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯიაში. "მე მჯერა, რომ შევძლებთ საქართველოში არსებული ჩვეულებრივი მიდგომა საქმისადმი ვმართოთ და შევცვალოთ უკეთესობისაკენ ანალოგიურად არსებული მაგალითისა".

quotation marks

მე მჯერა, რომ შევძლებთ საქართველოს ბეჭდვით სფეროში არსებული ჩვეულებრივი მიდგომა საქმისადმი ვმართოთ და შევცვალოთ უკეთესობისაკენ

გიორგი გალუაშვილი

საწარმოო ბეჭდვითი დანადგარების გაყიდვების წარმომადგენელი კონიკა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯიაში

AccurioPrint C3070L-ი ჰეფი სთორისთვის არის პირველი კონიკა მინოლტას მიერ წარმოებული დანადგარი. ეს გახლავთ მაღალი წარმადობის ფერადი ციფრული დანადგარი, გამოსახულების ბეჭდვის დიდი უნარით, ძლიერი  კონსტრუქციით, პროფესიონალური მაჩვენებლებითა და მიმზიდველი სპეციფიკაციით.

"მე ვაფასებ კონიკა მინოლტას ბრენდს და ვიცნობ მის დიდ ისტორიას ციფრულ სფეროში საიმედო დანადგარების წარმოების მხრივ. ამასთან, ძალიან დამეხმარა კონიკა მინოლტა საქართველოს არაჩვეულებრივი შემოთავაზება. შესაძლებლობა, რომ დაუყოვნებლივ დამეწყო დანადგარით სარგებლობა, მიმეღო ღირებული დახმარება და ხვალინდელი დღისთვის ვყოფილიყავი ზურგგამაგრებული, რადგან მივიღებდი საიმედო მომსახურებასა და მხარდაჭერას ", გვიხნის შპს ჰეფი სთორის დამფუძნებელი და დირექტორი დენის სანაკოევი. "ამასთან, ძალიან დამეხმარა კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯიას ჯგუფის ჩემს მიმართ მიდგომა. მათ შემოიტანეს დამატებითი იმპულსი ჩემს საქმიანობაში, დაგვეხმარნენ ROI-ის გამოთვლაში და გვირჩიეს მიგვეპყრო ყურადღება დამატებით ახალი პროდუქტების წარმოებასა და გაყიდვაზე. ვაპირებ სრულად დავეყრდნო მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, მართონ ყველა სახის ტექნიკური პრობლემა, რომელიც შეეხება პროფესიონალურ საბეჭდ მოწყობილობებს."

quotation marks

მე ვაფასებ კონიკა მინოლტას ბრენდს და ვიცნობ მის დიდ ისტორიას ციფრულ სფეროში საიმედო დანადგარების წარმოების მხრივ. ამასთან, ძალიან დამეხმარა კონიკა მინოლტა საქართველოს არაჩვეულებრივი შემოთავაზება.

დენის სანაკოევი

დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ჰეფი სთორი

ჰეფი სთორი ასევე გეგმავს ონლაინ ბეჭდვის სისტემის გამართვას, რომელშიც გაერთიანებული იქნება სხვადასხვა დიზაინისა და შაბლონების ერთობლიობა.


კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯიას შესახებ


კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯია, რომელიც მდებარეობს საქართველოში, თბილისში და წარმოადგენს კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჩეხეთის ფილიალს, რომელიც თავის მხრივ გახლავთ კონიკა ბიზნეს სოლუშენს ევროპის ნაწილი, მდებარეობს ლანგენჰაგენში, გერმანიაში და სრულად წარმოადგენს კონიკა მინოლტას კორპორაციის საკუთრებას, ტოკიო, იაპონია. კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს საქართველო მუშაობს 2019 წლის მაისიდან და ფოკუსირებას ახდენს ბიზნეს მომსახურების განვითარებაზე გრძელვადიან ჭრილში.

 

კონიკა მინოლტა მომხმარებელს საშუალებას აძლევს აღზევდეს ციფრულ ეპოქაში: მისი უნიკალური გამოსახვითი შესაძლებლობებითა და მონაცემთა გადამუშავების უნარით, კონიკა მინოლტა მომხმარებელს სთავაზობს შესაფერის გამოსავალსა და პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საწოგადოებაში არსებობს. როგორც აიტი სერვისის მომწოდებელი, კონიკა მინოლტა სთავაზობს კონსულტაციასა და სერვისს, რათა უზრუნველყოს საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია და გადაწყვიტოს ამოცანები აიტი ინფრასტრუქტურის, აიტი უსაფრთხოებისა და ქლაუდის მიმართუელბით. კონიკა მინოლტა ფლობს პრესტიჟულ “Buyers Lab PaceSetter award for Smart Workplace Vision”-ის ჯილდოს  Keypoint Intelligence-გან, როგორც ერთადერთი მომწოდებელი, რომელიც იხედება მომავლისკენ და გათვლას აკეთებს მომავალ სამუშაო გარემოში ინოვაციებში ინვესტიციის მიმართულებით. როგორც ძლიერი პარტნიორი წარმოებაში და ინდუსტრიულ ბეჭდვაში, კონიკა მინოლტა გთავაზობთ ბიზნეს კონსულტაციას, ტექნოლოგიასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რის შედეგადაც 2017 წლის ჩათვლით იყო საწარმოო ბეჭდვის ბაზარზე ლიდერი ზედიზედ ათჯერ და მოიცავდა ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ბაზრებს(ინფო სორსი). უშუალოდ დანადგარების პორტფოლიო მოიცავს მსუბუქ და საშუალო მოცულობის, ასევე ინდუსტრიული მაშტაბის საბეჭდ დანადგარებს. კონიკა მინოლტა გთავაზობთ დამატებით ღირებულებებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ინტელექტუალურად დააკავშიროთ ერთმანეთთან ბეჭდვითი და ციფრული გზები. ჯანდაცვის სფეროში კონიკა დგას ავანგარდში საწარმოო პროცესების გაციფრულების კუთხით და სთავაზობს მოწინავე დონის მრავალფეროვან დიაგნოსტიკურ გადაწყვეტებს. მისი ინოვაციების ცენტრით ლონდონში და ოთხი კვლევითი ცენტრით ევროპაში, კონიკა მინოლტას შემოაქვს ინოვაციები მის აკადემიურ, ინდუსტრიულ და მწაროებელ პარტნიორებთან ერთად. კონიკა ბიზნეს სოლუშენს ევროპა წარმოდგენილია თავისი ფილიალებითა და დისტრიბუტორებით მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზრებზე. 9,900-ზე მეტი დასაქმებულით (2018 წლის აპრილის მონაცემებით), კონიკა მინოლტა ევროპის წმინდა გაყიდვების ბრუნვამ შეადგინა 2.37 მილიარდი ევრო 2017-2018 ფინანსურ წლებში.


დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ჩვენი სიახლეები და შემოგვიერთდეთ ფეისბუქზე და ლინქდინზე.


პირობები და პროდუქციის სახელები შეიძლება წარმოადგენდენდეს სავაჭრო ნიშანს ან რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს სხვა წარმომადგენლებისათვის და რათქმაუნდა ჩვენ ვაღიარებთ ზემოთხსენებულ ფაქტს.