Why strategic security is the only security

 

ციფრულმა სამყარომ, კომპანიებს მოუტანა ბენეფიტების ახალი და ფართო სპექტრი, რომლის წარმოდგენაც კი რთული იქნებოდა რამდენიმე ათწლეულის წინ. ციფრულობას შეუძლია გაზარდოს კომპანიის პროდუქტიულობა, შეამციროს მათი ხარჯები, გააუმჯობესოს პროდუქტი, სერვისის ხარისხი და ა.შ.

ეს განუსაზღვრელი გაციფრულება ორმხრივ, მახვილ მახვილს ჰგავს. კომპანიები იძულებულები არიან დაიცვან თავიანთი IT გარემო იმაზე უკეთესად, ვიდრე ადრე, რადგან გამოწვევები იზრდება ყოველწლიურად, სისტემური სირთულეებისა და თავდასხმების რაოდენობის გამო. განსაკუთრებით რთულია ამ შეტევებისთვის გამკლავება, პატარა და საშუალო ზომის ბიზნესისთვის (SMB). უფრო და უფრო ხშირდება ასეთ კომპანიებზე თავდასხმები. თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, არ აქვს მნიშვნელობა, ხარ გლობალური თუ პატარა ბიზნესი, მთავარი კითხვა  არ არის დაგესხმებიან თავს თუ არა, მთავარი კითხვაა როდის დაგესხმებიან.

როგორ ფიქრობ, საკმარისადაა დაცული შენი კომპანია? ამის გასაკეთებლად თქვენ უნდა შეარჩიოთ სწორი IT სტრატეგია. სტრატეგიის არ არსებობის შემთხვევაში, კომპანიებს არ შესწევთ ძალა დროულად გადადგან ეფექტური ნაბიჯები და იყვნენ ეფექტურები თავდასხმებისთვის. სტრატეგიის არსებობა, მეორე მხრივ, ნიშნავს ეფექტურ ზრდას შესაბამისი ზომებით.

ამგვარი ზუსტად მორგებული სტრატეგიის შემუშავება საჭიროა არამარტო თქვენი კომპანიის თავდაცვისთვის, არამედ ის შეამცირებს თქვენს ხარჯებსაც, რადგან თქვენ გექნებათ მხოლოდ ის სერვისები, რაც გჭირდებათ და არა ის, რომელსაც იყენებთ. ამიტომ, კითხეთ საკუთარ თავს, არის თუ არა თქვენი კომპანია მზად ამ ციფრული რევოლუციისთვის, რომლისკენაც, კარგია თუ ცუდი, ჩვენ, ყველანი მივექანებით?
 

Konica Minolta-ს 360 გრადუსიანი დაცვა თქვენი ბიზნესისთვის

Konica Minolta სწორედ ის პარტნიორია, რომლის ექსპერტული რჩევები ეხმარება მომხმარებელს მათი სიტუაციის ყოველმხრივ გაანალიზებაში (360 გრადუსი). საბეჭდი მოწყობილობის უსაფრთხოების, ვიდეო უსაფრთხოების, IT უსაფრთხოების და მონაცემთა უსაფრთხოების სფეროების ექსპერტები აანალიზებენ მომხმარებლის უსაფრთხოების მოთხოვნებს და ერთად ქმნიან კონცეფციას, მათი სრულყოფილების უზრუნველსაყოფად.



თუ გინდათ, რომ თქვენი კომპანია სრულად დაცული იყოს, მაშინ Konica Minolta სწორი პარტნიორია თქვენთვის. კომპანიის მრავალმხრივი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ რელევანტური აქტივობები (360 გრადუსიანი გადაწყვეტილებები). თქვენთვის სწორი გადაწყვეტილების განსაზღვრისას, ჩვენი ექსპერტები საბეჭდი მოწყობილობის უსაფრთხოების, ვიდეო უსაფრთხოების, IT უსაფრთხოების და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ გაანალიზებენ თქვენს  მოთხოვნებს და თქვენთან ერთად იმუშავებენ, რომ შეიმუშავონ კონცეფცია თქვენი სრულყოფილი უსაფრთხოებისთვის.

360-Degree Security Infographic

In the digital age, companies have to give security top priority more than ever

have a look at the infographic

უსაფრთხოების ოთხი სფერო Konica Minolta-ში

IT სტრუქტურების კომპლექსურ  და თქვენი საქმიანობის ციფრულ ერაში, ყველა ზომისა და ფორმის კომპანია უფრო ძლიერდება, მაგრამ მაინც დაუცველები არიან კიბერ შეტევების, ბროუზერის მოდიფიკაციების, პროგრამული უზრუნველყოფის წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ მარტივად შეაღწიონ თქვენს სისტემაში.

გამოკითხვის თანახმად, ერთი კიბერ შეტევა, კომპანიას, დაახლოვებით, 2.4 მილიონი დოლარის ზარალს აყენებს. კომპანიების დანახარჯები, ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის, ბოლო ორ წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 102 მილიარდი დოლარიდან, 124 მილიარდს გაუტოლდა და როგორც ჩანს ზრდა კვლავ გაგრძელდება. არის თუ არა თქვენი კომპანია რისკის ქვეშ?

სამწუხაროდ, პასუხია ‘დიახ’. კომპანიების დაახლოვებით ¾-მა (74%) განაცხადა, რომ ჰქონდათ 1000 დაუცველი ფაილი, ფაილების 21% დღესდღეისობით არ არის დაცული და კომპანიების 41%-მა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ დაახლოვებით 1000 დაუცველი ფაილი, მათ შორის საკრედიტო ბარათების ნომრები და ჯანმრთელობის ჩანაწერები.

მაგრამ არსებობს გამოსავალი. ადექვატური და ზუსტი ზომების ინტეგრირება, თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის, გაცილებით მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

ინოვაციური IT სერვისების პროვაიდერი და პარტნიორი, Konica Minolta, გთავაზობთ 360 გრადუსიან დაცვის სისტემის კონცეფციას, რომელიც დაფარავს ყველა საჭირო მიმართულებას, როგორც IT და ინფორმაციული უსაფრთხოების,  ასევე მრავალფუნქციური საბეჭდი დანადგარებისა და სათვალთვალო კამერების.

 

IT უსაფრთხოება

IT მიმართულება ნელ-ნელა ხდება უფრო კომპლექსური, საზღვრები ქრება და თავდასხმის ალბათობა იზრდება. როგორც ცნობილია, მხოლოდ ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს ადექვატურ დაცვას, შესაბამისად, ხალხის, პროცესების და ტექნოლოგიების კომპლექსური მუშაობა უფრო და უფრო ეფექტური ხდება, ვიდრე აქამდე. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ არსებული სტრატეგიული მიდგომა, რათა მოგცეთ დამატებითი  გამჭვირვალობა, მდგრადობა და შესანიშნავი რეაგირების სიჩქარე.
 

ინფორმაციული უსაფრთხოების კონსულტაცია

დღეს კომპანიის მოთხოვნილებები დონე იზრდება, როდესაც საუბარია ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვაზე. ‘State-of-the-art IT’ გულისხმობს თავსებადობას ევროპულ კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR). ინფორმაციის დაცვა გახდა ყველა კომპანიის მთავარი საზრუნავი ბოლო ათწლეულებში. Konica Minolta უწევს კონსულტაციას, მომხმარებელს მსოფლიოს ყველა წერტილში, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში.
 


 

საბეჭდი მოწყობილობის დაცვა

დღეს მულტიფუნქციური საბეჭდი მოწყობილობები (MFP) არ არიან ორიენტირებულები მხოლოდ ბეჭდვა, ფაქსსა და კოპირებაზე, ისინი ასევე ინახავენ უამრავ ინფორმაციას მომხმარებლის პროდუქტიულობის და დროის შესახებ. შესაბამისად, მრავალფუნქციური საბეჭდი მოწყობილობები (MFP) ნელ-ნელა ხდებიან ჰაკერების თავდასხმის სამიზნეები. ხშირ შემთხვევაში მოწყობილობები გარკვეულწილად შესასვლელი კარია კომპანიების დაცულ ზონაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია შევიყვანოთ მულტიფუნქციური საბეჭდი მოწყობილობა ანგარიშში, როდესაც განვიხილავთ კომპანიის უსაფრთხოების სტრატეგიას.

ვიდეო უსაფრთხოება

კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ვიდეო უსაფრთხოების სისტემები, რათა დაიცვან საკუთარი სამუშაო ადგილი, შენობა და საწარმო. ბოლო თაობის ქსელური კამერების პრაქტიკული მახასიათებლის წყალობით, მათ შეუძლიათ პირდაპირ კომპანიის ქსელს დაუკავშირდნენ. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კამერების კონტროლი შესაძლებელია დისტანციურად.
 
თავისი უზარმაზარი გამოცდილებით IT და ვიდეო უსაფრთხოებაში, Konica Minolta ის პარტნიორია, რომელიც გჭირდებათ, რათა განახორციელოთ და აამუშაოთ სისტემა, რომელიც მისაღები იქნება თქვენთვის და თქვენი მომხმარებლისთვის. ვიდეო სისტემის დანერგვა დაიცავს თქვენს ორგანიზაციას საიმედოდ და სრულყოფილად.

360-Degree Security

Comprehensive protection for your IT data, multifunctional and video security systems

Download whitepaper

Get in Touch

Konica Minolta takes its data and device security extremely seriously. If you are experiencing any concerns or issues related to our devices, therefore, please don’t hesitate to contact us, and we’ll